вторник, 13 февраля 2018 г.

ძვირფასო მეგობრებო,
მოწყობილობის ძრავასთან სინქრონულად მისადაგების კვლევებმა წარმატებით ჩაიარა.
ვისაც გაქვთ სურვილი ჩავატაროთ ტესტი უშუალოდ ავტომობილზე (შევადაროთ ძრავის სიმძლავრე და საწვავის ეკონომია არსებულ ძრავაზე და წყალბადის გენერატორის მეშვეობით), მოგვწერეთ:
Email: hydrogentechnology.ge@gmail.com
Mob: +995 577 777 611
სასურველი მოდელებია -(Wolksvagen; Audi - (2000-2006 წლის), 1.8 ძრავა .

понедельник, 18 сентября 2017 г.

(1) Hydrogen Technology -ს წყალბადის გენერატორები HHO car kit - Home

(1) Hydrogen Technology -ს წყალბადის გენერატორები HHO car kit - Home



ძვირფასო მეგობრებო!
ჩამოგვივიდა უცხოეთში დაკვეთილი ელექრონიკა (შესრულება უმაღლესი ხარისხის), სისტემა მუშაობს ძალიან ეფექტურად.
რადგანაც სხვა ანალოგებიდან განსხვავებით, სიჩქარის ზრდასთან ერთად შესაძლებელია სინქრონულად მიეწოდოს წყალბადის აირი (ბრაუნის გაზი) შიდა წვის ძრავას, მუშავდება რეგულაციის სისტემა.
უმოკლეს ვადაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

воскресенье, 18 июня 2017 г.

ძვირფასო მეგობრებო,
წინასწარი შეკვეთის განაცხადის ფორმატის მისაღებად მოგვმართეთ Email: hydrogentechnology.ge@gmail.com.
ან გადადით ბმულზე:  https://www.facebook.com/groups/1700811436852474/

წინასწარი შეკვეთის განაცხადის მიზანია დავაჯგუფოთ მეტად მოთხოვნადი გენერატორების კლასი, განაცხადი არ წარმოადგენს ვალდებულების დოკუმენტს, იგი დაგვეხმარება წინასწარ ოპტიმალურად დავგეგმოთ საწარმოებელი სამუშაოები. გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ მაილზე.


четверг, 15 июня 2017 г.

ცვლილებები ელექტრო სქემებში

ძვირფასო მეგობრებო, 
გამოცდამ დადებითი შედეგით ჩაიარა, წყალბადის სისტემის ძრავასთან მისადაგებამ და სინქრონულმა მუშაობამ მოითხოვა ელექტრონიკის ცვლილება. დამუშავდა ახალი სქემა, და მოითხოვს დამატებით ორი მიღწევის საპატენტო განაცხადის მომზადებას. ასევე შეკვეთა არის მიცემული ელექტრონული სქემების წარმოებისთვის საზღვარგარეთ. საქართველოსი მათი დამზადება ძვირი ჯდება ან ვერ პასუხობს მოთხოვნებს.
მადლობა თქვენი მოთმინებისთვის, უახლეს მომავალში დავასრულებთ ადმინისტრაციულ ყველა ქმედებას, განახლებას იხილავთ ყველა არსებული საშუალებით სოციალურ ქსელში.

среда, 8 марта 2017 г.

ტესტირება მოძრავ ტრანსპორტორტზე

ძვირფასო მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ ოფიციალურმა ტესტირებამ დადებითი შედეგები მოგვცა, შემდეგი კვირიდან ვიწყებთ ტესტირებას უშუალოდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე. ეკონომიურობის შედეგებს გაცნობებთ სოციალური ქსელიდან, ვებ გვერდზე და ბლოგის მეშვეობით.

ქალბატონებს გილოცავთ დღესასწაულს :)

воскресенье, 26 февраля 2017 г.

ძვირფასო მეგობრებო, ვაქვეყნებთ "ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი"-ს გენერატორის მიერ წარმოებული HHO გაზის მოქმედების ეფექტურობის კომპიუტერულ ანალიზს.

1. ძრავის ბრუნვის მომენტმა მოიმატა 35%-ით;
2. CO - ნახშირჟანგის ამოდინება შემცირდა 70%-ით;
3. HC - 58%-ით შემცირდა დაუწვავი ნივთიერებების გამოტყორცნა.


понедельник, 13 февраля 2017 г.