მონტაჟის ინსტრუქცია



გამოყენების სფერო
წყალბადის სისტემა განკუთვნილია, არაწრფივი ელექტროლიზის მეშვეობით, ННО გაზის წარმოების გზით,  მის მიწოდებას შიდაწვის ძრავაში საწვავის გამდიდრებისთვის.



ზოგადი ინფორმაცია:
ტერმინები რომლებიც გამოიყენება ინსტრუქციაში:
·                     ელექტროლაიზერი - მოწყობილობა, რომელიც ელექტროლიზის პროცესის დროს წყალს შლის წყალბად და ჟანგბადზე.
·                     ბრაუნის გაზი ННО - ელექტროლიზის შედეგად მიღებული გაზი. გაზის ქიმიური ფორმულაა ННО.
·                     გამანაწილებელი ავზი - ავზი საიდანაც წყალი მიეწოდება ელექტროლიზერს სადაც წყალი და გაზი ცალკევდება და გარდაიქმნება ННО გაზად და საიდანაც გაზი მიეწოდება ფილტრ-საშრობში.
მოწყობილობა აკმაყოფილებს უსაფრთხოების დაელექტროუსაფრთხოების პირობებს, რომლებიც ეხება მსგავს მოწყობილობებს.

წყალბადის მოწყობილობის ძირითადი პარამეტრების მახასიათებლები:
პარამეტრის დასახელება                                                                მახასიათებელი
ძაბვა V                                                                                       12-14
ძალა A                                                                                         2-4                   
მოწყობილობის წონა, კგ.                                                     1,5 კგ. დან - ზევით                                                                                                        დამოკიდებულია ძრავის
                                                                                                 მოცულობაზე

სისტემის მომტაჟი ავტომობილზე:



წყალბადის მოწყობილობა ძირითადად მაგრდება ავტომობილის ძრავის განყოფილებაში (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). სამონტაჟო სამუშაოები უნდა შეასრულოს კომპანიის სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა. მნიშვნელოვანია ძრავის განყოფილებაში შენარჩუნდეს წყალბადის მოწყობილობის ძირითადი კომპონენტების სიმაღლითი დონეები. ელექტროლაიზერი მაგრდება ავტომობილის კაპოტის ყველაზე შესაძლებელ დაბალ დონეზე. მის მახლობლად სიმაღლეზე არაუმეტეს 10-40 სმ-სა მაგრდება წყლის გამანაწილებელი ავზი. მნიშვნელოვანია რომ ელექტროლიზერსა და წყლის ავზს შორის დამაკავშირებელი მილაკები არ იყოს უხერხულად მოხვეული ანგადაკეცილი, რადგან წყლისმიწოდება უნდა ხდებოდეს თვითდინებით შეფერხების გარეშე.  მონტაჟისთვის აუცილებელი სხვა ძირითადი   ასპექტები ნაჩვენებია ქვევით ნახაზზე.



სისტემის მონტაჟი დეტალურად:
ელექტროლიზერი უნდა მიამაგროთ ავტომობილის კორპუსს ცალი მხრიდან.  მეორე მხრის გარე შრე არ უნდა ეხებოდეს კორპუსს.  თავისთავად ყოველი შრე არის იზოლირებული ერთმანეთისგან. ( გარე შრე რომლითაც ელექტროლიზერი მაგრდება მანქანის კორპუსს აღინიშნება მინუს კათოდით, ხოლო მოპირდაპირე შრე პლიუს ანოდით).



ავზი უნდა განთავსდეს ელექტროლიზერთან სიახლოვეში ისე რომ მასზე 10-40 სანტიმეტრით მაღლა მოთავსდეს. ელექტროლიზერი და ავზი უნდა შეერთდეს შემავალ გამომავალი მილაკებით. მილაკი უნდა მიუერთდეს ავზის ზემოთა შტუცერს და ფილტრ-საშრობის გავლით საჰაერო მილაკზე მიერთდეს. 




ბრაუნის გაზი უნდა მიუერთდეს ძრავის საჰაერო მილაკს სპეციალურ ადგილებში, კერძოდ:
·            ბენზინის ძრავებზე - დროსელის საფარის წინ
·            დიზელის ძრავებზე - ჰაერის ფილტრის შემდგომ
·            ტურბო ძრავებზე - ტურბინამდე
ელექტრო მიერთების სქემა:
სისტემაზე კვების მისაერთებლად აუცილებელია გამოვიყენოთ ელექტროკაბელი 1,5 მმ და 6 მმ კვეთით. საჭირო კაბელები მოყვება სისტემას კომპლექტში. სურათზე ნაჩვენებია ელექტრო მიერთების სქემა 
მავთულები უნდა შეერთდეს შემდეგნაირად:
·       გრძელი სქელი მავთული - ელექტროლიზერის პლიუსთან;
·       მოკლე სქელი მავთული - აკუმულიატორის პლიუსთან;
·       გრძელი თხელი მავთული - დამქოქის პლიუსთან;
·       მოკლე თხელი მავთული - ავტომობილის კორპუსზე, მინუსთან; 
წყალბადის გენერატორის ექსპლუატაციისთვის მომზადება:
როდესაც სისტემა დამონტაჟებულია ავტომობილზე, აუცილებელია მისი სასმელი წყლით ავსება (დისტილირებული წყალი არ არის გათვალისწინებული). ამისათვის საჭიროა გამანაწილებელი ავზის და ელექტროლაიზერის  წყლით ავსება. ვიღებთ 1-1,5 ლიტრ სასმელ წყალს ონკანიდან ან სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბოთლიდან და ავავსებთ გამანაწილებელ ავზს შესაბამის ნიშნულამდე.
დავქოქავთ ავტომობილს და მივცემთ სისტემას მუშაობის საშუალებას 3-5 წუთი სანამ ბრაუნის გაზი არ შეავსებს მილაკებს. აუცილებელია გაიზომოს სისტემის მიერ მოხმარებული დენის ამპერაჟი. სისტემა უნდა მოიხმარდეს 2-4 ამპერს. თუ სისტემა მოიხმარს 4 ამპერზე მეტს, აუცილებელია წყლის დამატება შესაბამის ნიშნულამდე.

 

გამოყენების ინსტრუქცია


კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ გთავაზობთ გამოიყენოთ წყალბადის  

გენერატორი თქვენს ავტომობილებზე. წყალბადის გენერატორის ყველა 

კომპონენტი უნდა საიმედოდ იყოს მიმაგრებული კაპოტის ქვეშ არსებულ 

თავისუფალ ადგილას, ისე რომ ხელს არ უშლიდეს მოძრავ დეტალებს. 

წყალბადის გენერატორი უნდა განთავსდეს ისე რომ მოძრაობისა მას ეხებოდეს 

ჰაერის ნაკადები.

წყალბადის მოწყობილობის გამოყენების პროცესში რეკომენდირებულია


 დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:



·       ავტომობილის მესაკუთრემ თავისდროზე უნდა მოახდინოს გამანაწილებელ ავზში წყლის დამატება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მისი დონე მინიმუმს მიუახლოვდება.
·          კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ გაძლევთ რეკომენდაციას გამოიყენოთ ჩვეულებრივი სასმელი წყალი ონკანიდან ან სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ გამოტანილი სასმელი წყლის ბოთლიდან.
·           დენის  მოხმარება წყალნადის მოწყობილობაში არ უნდა აღემატებოდეს 4 A ამპერს. მეტი მოხმარების შემთხვევაში ხდება გენერატორის გადატვირთვა და გამოიწვევს საწვავის ხარჯის ზრდას.


მომსახურეობის ინსტრუქცია


კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ გაძლევთ რეკომენდაციას შეასრულოთ პროფილაქტიკური სამუშაოები ყოველ 20 000 კმ გარბენზე. ავტომობილის ასეთი გარბენის შემდგომ აუცილებელია სისტემაში გამოვცვალოთ წყალი. თუ გამანაწილებელ ავზში შეამჩნევთ ყავისფერ ნალექს, აუცილებელია სისტემა დავშალოთ და  გამდინარი წყლით საფუძვლიანად გამოვავლოთ  შემდგომ  თავიდან მივამაგროთ თავის ადგილას და ავავსოთ სისტმა წყლით ინსტრუქციის მიხედვით.



ავტომობილზე წყალბადის მოწყობილობის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგმა გაუმართაობებმა იჩინოს თავი, რაც  მოითხოვს გამოსწორებას :

გაუმართაობის ნიშანი
შესაძლებელი მიზეზე
გამოსწორების მეთოდი
მოწყობილობა არ ირთვება.
გაზი არ მოდის
ძაბვის არარსებობა
შემოწმდეს ქსელში ძაბვის არსებობა და დამცველის ვარგისიანობა
გაზის გამოსავალი მცირეა
სისტემა დაბინძურებულია
სისტემა გასუფთავდეს გამავალი წყლით და თავიდან შეივსოს
გაზის გამოსავალი ძალიან დიდია
ელექტრო სისტემის გაუმართაობა
აუცილებელია სისტემის ტესტირება

დემონტაჟის ინსტრუქცია

წყალბადის სისტემის დემონტაჟი ხორციელდება „ჰაიდროჯენ ტექნოლოგი“-ს სერვისცენტრში, სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ ან თვითონ კლიენტის მეშვეობით. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია კომპანიის მენეჯერთან შეთანხმდეს საკითხები წყალბადის გენერატორის დაბრუნების ან გაცვლის შესახებ. აუცილებელია გაეცნოთ დაბრუნების ან გაცვლის წესებს, რომლებიც შეგიძლიათ მოიძიოთ საიტზე განყოფილება-  „დაბრუნების გარანტია“-ში.
ავტომობილიდან წყალბადის სისტემის დემონტაჟამდე აუცილებელია სისტემიდან სრულიად ჩამოისხას წყალი. ამისთვის გამანაწილებელი ავზის ქვემოთ შეხსენით ჩამოსასხმელი ონკანი (თუკი ასეთი გათვალისწინებულია კომპლექტაციაში), ან წყალბადის გენერატორს მოხსენით ყველაზა დაბლა დამაგრებული მილაკი. მას შემდეგ რაც გენერატორიდან წყალი დაიცლება, შეგიძლიათ მოხსნათ გამანაწილებელი ავზიც. ფრთხილად მოხსენით გამანაწილებელი ავზი და ყველა მილაკი.
ამჯერად მოხსენით ელექტროლაიზერი (გენერატორი). როდესაც დახსნით მოწყობილობის ყველა მეტალის ნაწილს გაასუფთავეთ და მოიყვანეთ აკურატულ შესახედაობაზე. გამოავლეთ გამანაწილებელი ავზი და გენერატორი გამავალი წყლით და გააშრეთ.
როდესაც ძირითადი ნაწილები მოიხსნება და მოწესრიგდება, მოხსენით ფილტრ-საშრობი და მილაკები რომლითაც მიერთებული იყო გენერატორი და ავტომობილის საჰაერო მილი.

როდესაც წყალბადის სისტემის ყველა ელემენტი იქნება მოხსნილი და გასუფთავებული, აკურატულად მოათავსეთ ყველა კომპონენტი ყუთში და დაუკავშირდით „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს მენეჯერს.
Follow Giorgi Tsivtsivadze on F6S
Follow

2 комментария: