წყალბადის HHO მოწყობილობები ავტომობილებისთვის


წყალბადის წარმომქმნელი მოწყობილობები

 

წყალბადის წარმომქმნელი მოწყობილობები საწვავის ეკონომიისთვის



შეამცირე საწვავის ხარჯი 60% მდე.
წარმოგიდგენთ  კომპანია „ჰაიდროგენ ტექნოლოჯი“-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი საწვავის ეკონომიის უახლეს მოწყობილობას -საავტომობილო წყალბადის გენერატორს, რომელსაც ძალუძს 35%-დან 60%-მდე შეამციროს საწვავის მოხმარება ნებისმიერ საწვავთან მიმართებაში (ბენზინი, დიზელი, გაზი)  ბრაუნის გაზის (HHO) ნამატის სახით,  რომელიც წარმოიქმნება უშუალოდ მოწყობილობაში. ბრაუნის გაზი, საწვავის მილაკის ან ჰაერშემკრების მეშვეობით ხვდება შიდაწვის ძრავის კამერაში, შეერევა კლასიკურ საწვავს და იწვევს საწვავის ინტესიფიკაციას, რაც ხელს უწყობს საწვავის ბოლომდე დაწვას და მავნე გამონაბოლქვის მაქსიმუმამდე შემცირებას.




ეკოლოგიური ფაქტორი

„ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ გთავაზობთ საწვავის ეკონომიის უნივერსალურ და მაღალეფექტურ მოწყობილობებს, რომლებიც არამარტო ამცირებენ საწვავის ხარჯებს, არამედ მაქსიმალურად ამცირებენ ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვს.




„ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს სისტემათა უპირატესობები

-         საწვავის ხარჯის შემცირება 35% დან 60%-მდე;
-         ავტომობილის ძრავის ძალისა და გამწეობის ზრდა;
-         გარემოში СО2, СН, NОx და СО გამოფრქვევის მაქსიმალურად შემცირება;
-         ძრავის დეტალების ცვეთის შემცირება;
-         ევროპული უმაღლესი ხარისხი, სისტემა შექმნილია საქართველოში;
-         გარანტია 24 თვე;





რა უპირატესობას გაძლევთ „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-სთან თანამშრომლობა

ჩვენ გთავაზობთ
საიმედო, მაღალეფექტურ მოწყობილობას, რომელიც საშუალებას მოგცემთ საწვავის ეკონომიისა და ძარავის სიძლიერის და გამწეობის ამაღლებას. ჩვენი მოწყობილობები ამცირებენ საწვავის ხარჯს 35% დან 60% მდე და მაქსიმალურად ამცირებს СО2 -ის გარემოში გამოფრქვევას.

კომპანის ძირითადი პროდუქცია:
-         წყალბადის წარმომქმნელი მოწყობილობა (ბრაუნის გაზის ( HHO)-ს  გენერატორი) არაწრფივი ელექტროლიზის მეშვეობით.
-         წყალბადის (H2 )გენერატორი კავიტაციურ-ელექტროლიზური მოწყობილობის მეშვეობით.



მოწყობილობები შექმნილია საქართველოში, ამ დარგის მსოფლიო წამყვანი სპეციალისტების მიერ, მიღებული აქვს პატენტი.

ჩვენს შესახებ


კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ დაფუძნებულია საქართველოში 2016 წელს, აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არამედ ევროპის და აზიის ქვეყნებშიც. დღესდღეობით კომპანიას გააჩნია პატენტი გამოგონებაზე და  არის ლიდერი საწვავის ეკონომიის სისტემების წარმოებაში, რომელთა შორის გავრცელებულია: წყალბადის წარმომქმნელი მოწყობილობები ავტომანქანებისთვის (HHO), წყალბადის გენერაციის კავიტაციურ-ელექტროლიზული მოწყობილობები (H2) რომლებიც ხელს უწყობენ საწვავის ეკონომიას და აძლიერებს ავტომობილის ძალას და გამწეობას.  ჩვენი საწვავის ეკონომიის მოწყობილობები ძირითადად ორიენტირებულია საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის , გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, თურქეთის და ინდოეთის ბაზრებზე.



კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს პროდუქციამ ფართო მოხმარება ჰპოვა როგორც ავტომობილებზე საწვავის ეკონომიის, ასევე ბუნებრივი გაზის თუ ელექტროენერგიის ეკონომიის თვალსაზრისითაც. ავტომობილებზე ჩვენი წყალბადის სისტემების გამოყენებისას თქვენ საშუალება გეძლევათ 35% დან 60% -მდე საწვავის ეკონომიას მიაღწიოთ, გაზარდოთ მანქანის ძრავის ძალა და გამწეობა ისევე როგორც შეამციროთ ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის ოდენობა.



კომპანია „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ აწარმოებს რიგ მოწყობილობებს, მათ შორის:
·                     წყალბადის წარმოების გადამყვანი მოწყობილობა ავტომობილებისთვის (HHO);
·                     წყალბადის (H2)  წარმოების გენერატორი კავიტაციური-ელექტროლიზის მეთოდით;
ჩვენს ხელთ არსებული წყალბადის წარმომქმნელი ყველა  სისტემა გამოგონილია და ნაწარმოებია ამ დარგის საქართველოს და მსოფლიო წამყვანი სპეციალისტების მიერ, ასევე გავლილი აქვს შესაბამისი ლაბორატორიული ტესტები.
ჩვენ საიტზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ადვილად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი წყალბადის გენერატორის მოდელი და დაუკვეთოთ იგი. როგორც კი დაგვიკავშირდებით ტელეფონით ან Email - მეილით, თქვენ შესძლებთ კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით ამომწურავი პასუხი მიიღოთ ყველა თქვენ კითხვაზე, თქვენ შეიტყობთ როგორ დაუკვეთოთ წყალბადის გენერატორი, როგორ და სად შესძლებთ მის მონტაჟს, როგორ უნდა მოემსახუროთ თქვენ სისტემას.


როგორ მუშაობს წყალბადის სისტემა


სისტემა ჩვეულებრივი სასმელი წლით H2O   არის შევსებული - არაწრფივი ელექტროლიზის მეშვეობით წყალი იყოფა შემადგენელ ორ ატომ წყალბადზე HH და ერთ ატომ ჟანგბადზე O. შედეგად მივიღეთ გაზის გენერატორი, რომელიც გამოიმუშავებს აქტიურ გაზს შემდეგი ფორმულით  HHO, რომლის წვისას გამოიყოფა 5 ჯერ მეტი ენერგია ვიდრე ბენზინის და დიზელის წვის დროს.




შემდგომში გაზი უერთდება ძრავის აქტივირებულ აირ-საწვავს ნაზავს და მიეწოდება შიდაწვის კამერაში. შედეგად ვღებულობთ მაქსიმალურად ხარისხიან საწვავს, რომელიც ნებისმიერი შიდა წვის ძრავის მაქსიმალური 90%-ის მარგი ქმედების კოეფიციენტს იძლევა.
ატომები - ერთერთი ყველაზე მცირე ნაწილაკებია, რომლებიც დროის უმოკლეს მონაკვეთში ერთიანდებიან და მიისწრაფიან გადაიქცენ მოლეკულად ან სხვა მოლეკულას მიუერთდნენ. ასეთი ბუნებრივი თვისების ხარჯზე „ბრაუნის გაზი“, რომელიც გამოიყოფა წყალბადის გენერატორისგან თანაბრად გადანაწილდება აირ-საწვავის ნაზავთან და საწვავს აიძულებს თანაბრად და ბოლომდე დაიწვას. საწვავთან „ბრაუნის გაზის“ ნამატის შემთხვევაში ვღებულობთ შემდეგ რეზულტატს:
-         წყალბადის გენერატორი იძლევა საწვავის 35%-დან 60%-მდე ეკონომიას;
-         ზრდის ძრავის გამწეობას მინიმუმ 30%-ით;
-         ზრდის ბრუნვი  მომენტს.
-         გამონაბოლქვის ეკოლოგიური მაჩვენებელი - EURO4 ზე მაღალია;
-         ამცირებს ძრავის ხმას და ვიბრაციას;
-         ზრდის ავტომობილის მართვის კომფორტს;
-         საწვავის ბოლომდე და უნარჩენო წვის ხარჯზე იზრდება ძრავის რესურსი და  დეტალების ექსპლოატაციის ხანგძლივობა;
-         1 ლიტრი წყალი საკმარისია 1000 კმზე მეტი მანძილის დასაფარად;
-         „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს მაღალი წარმადობის  წყალბადის გენერატორები  წარმოქმნის უმაღლესი ხარისხის გაზს;
-         „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს  წყალბადის გენერატორები მდგრადი და გამძლეა, არ ექვემდებარება ელექტროკოროზიას;
-         აბსოლუტურად უსაფრთხოა;
-         კომპაქტურად ეტევა კაპოტის ქვეშ;
-         არ ტვირთავს ბორტის ქსელს,  სინქრონულად მუშაობს ძრავთან;

ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს წყალბადის გენერატორები
ბრაუნის გაზი (HHO) - მეტად კალორიული და აქტიური გაზია, რომელიც ბენზინთან შედარებით 1200-ჯერ ჩქარა იწვის. მისი წვის ტემპერატურა 3200C  და მისი აქტიურობის ხარჯზე წვის პერიოდი ბენზინზე 1200 ჯერ მცირეა. გაზის თანაბარ გადანაწილებასთან ერთად იგი წარმოადგენს წვის ერთგვარ კატალიზატორს, რომელიც ნაპერწკალის გაჩენისას პირველი აალდება და გადასცემს ტემპერატურას დანარჩენ საწვავს, რაც საბოლოოდ იწვევს საწვავის თითქმის ბოლომდე, მაქსიმალურ წვას. შესაბამისად საწვავი , რომლისთვისაც გადახდილია საფასური, გამოიყენება მარგი ქმედების კოეფიციენტის 90%-ით და მეტი  და არა 30-40%-თ ისე როგორც იყო „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს წყალბადის გენერატორის დაყენებამდე.



ისმება ლეგიტიმური კითხვა: თუ ბრაუნის (HHO) გაზი ასეთი ძლიერია, რა საჭიროა ბენზინი? რატომ არ შეიძლება „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს  წყალბადის გენერატორის მეშვეობით ძრავის მუშაობა მხოლოდ ბარაუნის გაზზე ?



რა თქმა უნდა ტრადიციული ბენზინის ან დიზელის  შიდა წვის ძრავით ბრაუნის გაზით მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა ცოტახნით, რადგან ბრაუნის გაზი თავისი მახასიათებლებით ძლიერ განსხვავდება ბენზინსა და დიზელისგან. ბრაუნის გაზის წვის პერიოდი 1200 ჯერ მცირე აქვს, ხოლო წვის ტემპერატურა 3200 C , ანუ სამჯერ მეტი ვიდრე ბენზინისას და შესაბამისად მსგავს საწვავს სულ სხვა ძრავი ესაჭიროება,  სხვა  მასალისგან დამზადებული, წვის მომცრო კამერით დგუშის მცირე სვლით. ამიტომ ჩვეულებრივი ძრავებითვის, წყალბადის გენერატორის მიერ გამომუშავებული ატომური გაზი შეიძლება გამოვიყენთ მხოლოდ როგორც ძირითადი საწვავის ეფექტური წვის კატალიზატორად. ბრაუნის გაზის მოქმედების შედეგად ხდება ძრავის შიდა წვის კამერის გასუფთავება  ნამწვავისგან. შემჩნეულია დგუშის რგოლების კოკსისგან განთავისუფლება, სანთლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგძლივება. იწყება გამონაბოლქვის სისტემის და კატალიზატორის გამოსუფთავება, მაქსიმუმამდე მცირდება გარემოში მავნე გამონაბოლქვის გამოტყორცნა, რაც ხელს უწყობს ფლორა და ფაუნის შენარჩუნებას. ჯერჯერობით კაცობრიობა არ შესულა შიდაწვის ძრავის წყალბადის საწვავის ეპოქაში, მაგრამ ამ ცვლილების ზღვარზეა და ჯერ ჯერობით ისევ მოიხმარს ტრადიციულ ნახშირწყალბადური წარმოშობის საწვავს.



ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს წყალბადის გენერატორი ეს არის ქართველი მეცნიერების უნიკალური ნაშრომი. გენერატორი ძირითადად მეტალის კონსტრუქციაა და ადვილად მაგრდება კარკასზე, იგი არ ცხელდება და არ ითხოვს გამაციებელ ჰაერის ნაკადებს, შესაბამისად წყალი არ აღწევს დუღილის ტემპერატურას. წარმოებული ბრაუნის გაზის გამოყენება აუცილებელია მოთხოვნის მომენტში რადგან იგი აქტიურ ფაზაში დიდხანს ვერ ძლებს და კარგავს მის თვისებებს.


გენერატორის უსაფრთხოება.
 გენერატორში აქტიური გაზი იწარმოება თანაბარი დინამიკით. ეს გაზი არსად არ გროვდება. შემთხვევით დაგროვების შემთხვევაშიც რადგანაც წარმოადგენს დედამიწაზე ერთერთ უმცირეს ნაწილაკს,  უმოკლეს ვადაში აქროლდება.
დაბალი ტემპერატურა. როგორ შეიძლება გაიყინოს წყალი  -30C ?
ინტერნეტში შეიძლება მოძებნოთ უამრავი საშუალება ან კატალიზატორი რომლის წყალში გაზავებით შეძლებთ შეაფერხოთ მისი გაყინვა, ჩვენი რჩევაა მსგავსი ქმედება არ ჩაიდინოთ, არ დაუმატოთ არც სპირტი და არც ეთილგლიკოლი. ძრავის დაქოქვის შემდგომ უმჯობესია გაყინული წყალი თავისით გალღვეს, ხოლო ცივი კლიმატური პირობების შემთხვევაში მოგვიანებით, წყლის გალღობის შემდგომ  ჩაირთოს წყალბადის გენერატორი.
 „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს წყალბადის გენერატორის სისტემის მონჯაჟი მარტივია, ასევე მარტივია მისი ესპლუატაცია. გენერატორის მონტაჟი და შეერთება ხორციელდება ინსტრუქციის თანახმად. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სპეციალისტი შეასრულებს სამუშაოს თუ მოყვარული. წყალბადი გენერატორის საფუძველს წარმოადგენს წყლის ელექტრიქიმიური დაშლა.  „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“ -ს მოწყობილობა საუკეთესოა სხვა ანალოგებთან შედარებით.
“ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს  გენერატორით HHO გაზის მიღების მეთოდი
წყალბადის გენერატორის მეშვეობით HHO გაზის მოპოვების საფუძველს წარმოადგენს არატრადიციული, უახლესი მიღწევა არაწრფივი ელექტროლიზის მეთოდი. არაწრფივი ელექტროლიზი „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს „ნოუ ჰაუ“-ს ცვლილებებით და დანამატებით იწვევს წყლის დაშლას, რაც  არანაირად არ აისახება მასალებზე ზემოქმედებით და არ საჭიროებს რაიმე დანამატებს კატალიზატორის სახით.
ელექტრილიზი - ეს არის დენის მეშვეობით ნივთიერების სინთეზის და დაშლის პროცესი. ჟანგვა აღდგენითი პროცესის ნახევარ-რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს გარკვეულ ელექტროდებზე. ელექტროლიზის პროცესში კათიონები მოძრაობენ კათოდისკენ, ანიონები ანოდისკენ და მასზე იჟანგებიან.  ჰიდროლიზისგან განსხვავებით სადაც პროცესი თავისდაუნებურად მიმდინარეობს, ელექტროლიზის შემთხვევაში აუცილებელია დენის გამოყენება. როგორც წესი ელექტროლიზის შემთხვევაში გამოიყოფა წყალბადი და ჟანგბადი.

მეტალების კოროზია

კოროზია - ქიმიური (ელექტროქიმიური) ზემოქმედების შედეგად მეტალის გამოჭმა-განადგურება.

ქიმიური კოროზია  - მჟავა გარემოს ზემოქმედების შედეგად ელექტროგამტარი მეტალის განადგურება. ქიმიური კოროზიის სისწრაფე დამოკიდებულია მეტალის ზედა ფენსთან გაზის დიფუზიის სიჩქარეზე და პირიქით.

ელექტროქიმიური კოროზია - დაჟანგვის და აღდგენითი პროცესები სივრცეში გაყოფილი პროცესებია. ვლინდება იონურ გამტარობით ქიმიურ გარემოში, სხვადასხვაგვარი მეტალების კონტაქტის დროს გალვანური მიკროელემენტების წარმოქმნისას.

თითქმის ყველა სახის წყალბადის გენერატორი განიცდის კოროზიის ზემოქმედებას. კოროზიის დროს აქტიური მეტალების სიჩქარე იზრდება, ნაკლებად აქტიურისა კი მცირდება. კოროზიის პროცესი მიმდინარეობს თვითნებურად.ვამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სისტემის დაცლით და ელექტროდების კატალიზატორი გარემოდან განთავისუფლებით და გაზის გამოყოფის შეჩერებით. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ელექტროდები იფარება პალადით რათა შეანელოს კოროზიის პროცესი.  „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს გენერატორების შემთხვევაში მსგავსი პროცედურები საჭიროებას არ წარმოადგენს. სისტემა ხანგძლივმოქმედია და დაცულია კორიზიისგან.


წყალბადის HHO სისტემის ფასი

მოწყობილობის ფასი დამოკიდებულის მანქანის ძრავის მოცულობაზე, შეკვეთის შემთხვევაში სისტემა ეწყობა ინდივიდუალურად და ფასი მერყეობს $ 380 -1750 მდე.
   
ძრავის მოცულობა
ფასი აშშ $-ში
2000
380
3000
440
4000
520
5000
660
6000
700
8000
950
12000
1200
16000
1450

გადახდის ფორმა
მას მერე რაც თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი წყალბადის სისტემის შეძენას, თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ შემდეგი გზით:
-         ნაღდი ანგარიშწორება. წყალბადის სისტემის ნაღდი ანგარიშწორებით შეძენა  შეგიძლიათ თბილისის მომსახურეობის ცენტრში.
-         ანგარიშსწორება საბანკო კარტით. თქვენ შეგიძლიათ წყალბადის სისტემის ანგარიშწორება მოახდინოთ საბანკო კარტის მეშვეობით.
-         უნაღდო ანგარიშწორებით. გადარიცხვით გადახდა ხორციელდება შემდეგნაირად: წყალბადის სისტემის შეკვეთის გაფორმების შემდგომ, მომსახურეობის ცენტრი იმელით გადმოგიგზავნით ანგარიშფაქტურას, თქვენ შესძლებთ ანგარიშსწორება მოახდინოთ ნებისმიერი ბანკის განყოფილებიდან ან თქვენი ფირმის ანგარიშიდან. იურიდიული ფირმებისთვის შესყიდვა ხორციელდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის თანხლებით.

ანგარიშსწორება მოწყობილობაზე



მას შემდგომ რაც თქვენ გადაწყვიტეთ წყალბადის სისტემის შეძენა, მომსახურეობის ცენტრი ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით ანგარიშფაქტურას, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნებისმიერი საბანკო განყოფილებიდან. როგორც წესი დამატებით გადარიცხვის საკომისიო წარმოადგენს 5-7%.



ფულადი გზავნილები.
სწრაფი და უსაფრთხო თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ მოახდინოთ ისეთი ფულადი გზავნილების მეშვეობით როგორიც არის: Western Union, Money Gram, Unistream,





საკონტაქტო რეკვიზიტი

ჩვენი მისამართია: საქართველო, თბილისი, მ. ალექსიძის N1, 3 სართ.




საკონტაქტო ტელ: Mob :+995 577 777 611


Facebook : https://www.facebook.com/groups/1700811436852474/?fref=ts

Facebook page : https://www.facebook.com/hydrogentechnologysystems/?fref=ts
Skype: hydrogentechnology.ge
E-mail: hydrogentechnology.ge @gmail.com

Follow Giorgi Tsivtsivadze on F6S
Follow

12 комментариев:

  1. ოფისი გაიხსნება 20016 წ. 14 მარტიდან

    ОтветитьУдалить
  2. გამარჯობა. თუ შეიძლება მიპასუხეთ რამოდენიმე კითხვაზე:

    1. ამ სისტემის სხვა მწარმოებლები საწვავის მაქსიმუმ 40%-ან ეკონომიას გპვირდებიან და თქვენი სისტემას რეალურად როგორ და რის ხარჯზე შეუძლია მინიმუმ 50% ეკონომიის მოცემა?
    2. გარანტიას რაზე იძლევით?
    3. ზემოთ მოცემულ ფასებში მონტაჟიც შედის?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიმიტრი გამარჯობა !

      1. ჩვენ გვაქვს უახლესი უნიკალური პატენტი წყალბადის მიღების ეფექტური ხერხით - მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს.
      სტენდზე - იდეალში (უახლეს ავტომობილზე) 50% მინიმუმ ეკონომიას იძლევა - თუ მანქანა ძველია ეს მაჩვენებელი მინიმუმ 40% ზე ჩამოვა - გარდა მეტი გაზის მიღებისა რაც განასხვავებს სხვა ანალოგებისგან , მოიხმარს სულ 2 (მინიმუმ 3 ჯერ მაქსიმუმ 4 ჯერ ნაკლებია ვიდრე წამყვანი HYDROX ის ანალოგებისგან) ამპერამდერაც საშუალება საძლევს ავტომობილს არ დატვირთოს აკუმულატორი, არ დახარჯოს მეტი ენერგია ბენზინის წვის სახით აკუმულატორის დასატენად , არ ტვიირთავს დინამოს და ა შ
      2 გარანტია 2 წელი
      3. მონტაჟს აწარმოებენ ჩვენი რეკომენდაციით (სერტიფიცირებული) ხელოსნები- ცალკე გადასახდელია 50-70 $ სირთულის მიხედვით

      Удалить
  3. 1. ეს რის ამონარიდი ტქვენი პატენტიდან (ქართულად არ გადმმოვიდა სამწუხაროდ): "mowyobilobaSi miRebulia iafi wyalbadis warmoebis sruliad axali eleqtrolizur-kavitaciuri teqnologia. am teqnologiiT miRebuli eleq-trolizeri daaxloebiT 10-jer ufro iafi iqneba arsebul prototipebze. am teqnologiaSi Aaseve miRebulia energo xarjis Zalian mniSvnelovani Semcireba arsebul prototipebis energo maxasiaTeblebTan SedarebiT."
    აქ წერია რომ 10-ჯერ იაფი ჯდება მოწობილობა, მაგრამ თქვენი ფასების მიხედვით ამას ნამდვილად ვერ იტყვის კაცი, ძალიან ძვირია.
    2. თქვენ იძახით რომ:"სტენდზე - იდეალში (უახლეს ავტომობილზე) 50% მინიმუმ ეკონომიას იძლევა - თუ მანქანა ძველია ეს მაჩვენებელი მინიმუმ 40% ზე ჩამოვა - გარდა მეტი გაზის მიღებისა რაც განასხვავებს სხვა ანალოგებისგან , მოიხმარს სულ 2 (მინიმუმ 3 ჯერ მაქსიმუმ 4 ჯერ ნაკლებია ვიდრე წამყვანი HYDROX ის ანალოგებისგან) ამპერამდერაც საშუალება საძლევს ავტომობილს არ დატვირთოს აკუმულატორი, არ დახარჯოს მეტი ენერგია ბენზინის წვის სახით აკუმულატორის დასატენად , არ ტვიირთავს დინამოს და ა შ" ამპერაჟს ცოტას რომ მოიხმარს და ელექტროლიტის დამატებას რომ არ მოითხოვს ეს ძალიან კარგია, თუმცა რაც შეეხება მეტი გაზის გამომუშავებას, ამას მე რამდენადაც ვიცი საწვავის ეკონომიაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს, ზუსტად იმდენი უნდა მიაწოდო კონკრეტულ ძრავს, რამდენიც ჭირდება. უფრო მეტს მიაწვდი და უკუშედეგი ექნება. არ გიცდიათ ეგ ყველაფერი?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიმიტრი გამარჯობა -
      1.თქვენი ამონარიდი ეხება ძირითად პატენტს -100% წყალბადის (H2) -ის მიღების წესს და შესაბამის მოწყობილობას (სხვა არსებული ანალოგების ფასი მინიმუმ 2,5 მილიონი $ დან იწყება).
      2. რაც შეეხება ბრაუნის გაზის წარმოებას (HHO) რაც შემადგენელი ნაწილია პატენტისა და მეორეხარისხოვანი მიღწევაა - აქ 2 საკითხია ერთდროულად გადაწყვეტილი 1- საკმარისი გაზის წარმოება რამდენიც ესაჭიროება მოცემულ ნებისმიერ ძრავს და 2. ენერგიის მცირე ხარჯი, რაც პირდაპირპროპორციულია ეფექტურობასთან.

      გადმოდით Faceboo page-ზე - https://www.facebook.com/hydrogentechnologysystems/?fref=ts აქ იხილავთ განახლებებს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს

      Удалить
  4. მანქანის წლოვანებას არ აქვს მნიშვნელობა? გაზზე მყავს მანქანა და რამდენად არის შესაძლებელი ბუნებრივ აირთან კომნინაცია? ამ დროისთვის თუ შერეულზე 10 ლარის საწვავი მჭირდება, რამდენ ლარზე ჩამოვა ხარჯი და რამდენად მოიმატებს სიმძლავრე? შეგიძლიათ გაგვაცნოთ ის ხალხი ვინც უკვე დააყენა აღნიშნული სისტემა და პირადად გავესაუბროთ? მადლობა წინასწარ

    ОтветитьУдалить
  5. ზოგადად 40% ეონომიას მიიღებთ, მანქანას გამწეობა მოემატება, შეთავსებადია ნებისმიერ საწვავთან (ბენზინი, დიზელი, გაზი ). რეკვიზიტებში მითითებულია Facebook page-ის მისამართი https://www.facebook.com/hydrogentechnologysystems/?fref=ts განახლებებს მიაქციეთ ყუდარბა. ამ წუთას მიმდინარეობს დამოუკიდებელი ოფიციალური ტესტირება ეფექტურობის დასაზუსტებლად. ახლო მომავალში აიტვირთება ვიდეო მომხმარებლების რეკომენდაციებითაც.

    ОтветитьУдалить
  6. ოფისმა დაიწყო შეკვეთების მიღება !

    ОтветитьУдалить
  7. ძვირფასო მეგობრებო - ეფექტურობის პარამეტრებში მოხდა კორექტირება !

    საწვავის ეკონომია 35% დან ნიშნავს - წლოვანებით ყველაზე ძველი, მაქსიმალური ექსპლოატაციის პირობებში ძრავის შემთხვევისთვის.
    60% - მდე საწვავის ეკონომია - ნიშნავს რომ ეს არის მაქსიმალური შესაძლებელინიშნული ნიშნული უახლესი ძრავისთვის.

    ОтветитьУдалить
  8. ანუ გამოდის რომ წვის ტემპერატურა სარქვლებში გაცილებით უფრო მაღალი იქნება სისტემის დაყენების შემთხვევაში ვიდრე ადრე, დიზელის ძრავებისთვის მითუმეტეს მაღალი ტემპერატურა წარმოიქმნება რაც იწვევს ორ წელიწადში დაახლოებით ე.წ. "სალნიკების" დაზიანებას და სარქვლების გამოშრობას მაღალი ტემპერატურის პირობებში. როგორც ცნობილია მაგალითად გაზის წვის ტემპერატურა არის 30 გრადუსით მაღალი ჩვეულებრივ ბენზინთან შედარებით რაც იწვევს "პრაკლატკის" ცხობას და ძრავის ზედაპირის დაზიანებას თუ პლასტმასის თავი აქვს მითუმეტეს დეფორმირდება ასეთი ძრავები. კითხვა პირველი:
    - წყალბადის სისტემის დაყენებისას წარმოიქმნება თუ არა წვის კამერაში უფრო მაღალი ტემპერატურა?
    - თუ ყენდება ეს სისტემა fsi ძრავებში? (ამ ძრავებს ინჟექტორები წვის კამერასთან ძალიან ახლოს აქვთ და თუ მაღალი ტემბერატურაა აუცილებლად დააზიანებს მოკლე დროში ინჟექტორებს)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ბევრი რო არ ატრაკოთ წყალბადი წალეკავს ნავთობ ინვესტორებს.სუფთა ჰაერიც მოგვიანებით იქნება უმრავლესობა წყალბადზე რომ გადავა.. �� პირველი ეს იქნება გერმანია.. ქარხნულ წყალბადის სისტემაზე მომუშავე მანქანებს უკვე აწარმოებენ

      Удалить